პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანა და სპეცდანიშნულების რაზმები გამოიყვანეს.
სავარაუდოდ, გეგმავენ, როგორ გაიყვანონ პარლამენტის დეპუტატები შენობიდან სხდომის დასრულების შემდეგ.
მანამდე, შსს-მ აქციის მონაწილეები განცხადებით გააფრთხილა: "აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება".