უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში "სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტში მონაწილეობს. პარალელურად, ზელენსკი შეხვედრებს მართავს ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან.
სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომი. სამიტი აერთიანებს ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებს, მათ შორის პოლონეთს, ჩეხეთს და რუმინეთს.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტყობინება, უკრაინამ და ლატვიამ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების 10-წლიან ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ყოველწლიურ სამხედრო დახმარებას ლატვიის მხრიდან მშპ-ს 0,25%-ის ოდენობით.
შეთანხმების თანახმად, ლატვია ასევე აიღო ვალდებულება უზრუნველყოს უკრაინის დახმარება კიბერთავდაცვის, განაღმვის და უპილოტო ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, ასევე ხელი შეუწყოს უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, - განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის " ნომერ პირველი პრიორიტეტი" არის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.
„დღევანდელი მთავარი ამოცანაა ყველა ღონე გამოვიყენოთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად, უკრაინის თავდაცვის ძალების გადაუდებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის, რათა დავამარცხოთ რუსული ტერორი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ოფიციალური ვილნიუსის თანახმად, დახმარების ახალი პარტია, მათ შორის დრონებისგან დამცავი სისტემები და ელექტროენერგიის გენერატორები, უკრაინაში ლიეტუვიდან უკვე ჩავიდა.