ლგბტ ექსპერტიზის საკითხში ყველაზე კვალიფიციური „ქოცები“ არიან. ისინი არიან მთავარი ლგბტ პროპაგანდისტები, ეს ამბავი ყველაზე მეტად მათ აღელვებთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო კომისიის სხდომას „გირჩის“ გარეშეც ჩაატარებენ და ხალხს აუხსნიან, როგორ იცავენ იმას, რაც აქამდე უკვე თავად ბევრჯერ აქვს ნათქვამი.
„არ ვაპირებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ფორმატში სერიოზულად დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, თუ რა დიდ საქმეს აკეთებს საქართველოს პარლამენტი იმით, რომ ამ ადამიანებს უბიწოების შენარჩუნებაში ვეხმარებით. ხელი არ წაუცდეთ ან გული სხვაგან არ გაექცეთ. გვირჩევნია, „ქოცებმა“ ილაპარაკონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.