უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე დაიწევს.
რადას განცხადებაში ნათქვამია, რომ რადამ კანონპროექტს 2023 წლის 30 მაისს დაუჭირა მხარი და ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერას ელოდნენ.
ზელენსკის ამ გადაწყვეტილებით უკრაინას რუსეთთან საომრად დამატებითი ძალების მობილიზება გაუმარტივდება. ზელენსკის მიერ ხელმოწერის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პარლამენტში კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია განახლდა.