უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელისუფლებაში დამატებითი საკადრო ცვლილებები დააანონსა. ამის შესახებ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვას. ამ კვირაში განხორციელდა რამდენიმე ცვლილება და ეს ჯერ არ არის ყველა ცვლილება, რაც მომზადდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
26 მარტს ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან და მის ნაცვლად დანიშნა ოლექსანდრ ლიტვინენკო, რომელიც მანამდე საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. დანილოვი კი მოლდოვაში ელჩად დანიშნა.
ამასთან, 30 მარტს ცნობილი გახდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი პირველი თანაშემწე სერჰიი შეფირი და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა.