უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს ავადმყოფი და ცინიკური არსება უწოდა. ზელენსკის თქმით, პუტინს ყველა ტერორისტი ჰგონია საკუთარი თავის გარდა.
"დღეს პუტინი ისევ თავის თავს ელაპარაკა და ეს ისევ ტელევიზიით გადაიცემოდა. ისევ უკრაინას ადანაშაულებს. ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. მისი აზრით, ყველა ტერორისტია მის გარდა, თუმცა ის ორი ათეული წელია ტერორით იკვებება. ის ყველაზე დიდი ფანჯარაა ტერორისთვის ის და მისი დაზვერვის სამსახური და როცა პუტინი წავა, ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა, სხვა არავისი," - განაცხადა ზელენსკიმ.
ვლადიმირ პუტინმა "კროკუს სითი ჰოლზე" მოწყობილ ტერაქტთან დაკავშირებულ სხდომაზე განაცხადა: "ვიცით, რომ დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, მაგრამ ჩვენ გვანტერესებს ვინ არის დამკვეთი…ეს ბოროტმოქმედება შეიძლება იყოს მხოლოდ რგოლი მათი მცდელობების მთელი სერიიდან, ვინც 2014 წლიდან ჩვენს ქვეყანას ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით ებრძვის. ნაცისტებს კი, როგორც კარგადაა ცნობილი, არასდროს რცხვენოდათ თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველაზე ბინძური და არაადამიანური საშუალებების გამოყენების. განსაკუთრებით დღეს, როცა მათი რეკლამირებული კონტრშეტევა სრულიად ჩაიშალა. რატომ ცდილობდნენ ტერორისტები უკრაინაში გაქცევას? ვინ ელოდა მათ იქ?"