ოსმა სეპარატისტებმა 2011 წლის ე.წ. ბიუჯეტი მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით ე.წ. დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტში მცირე შესწორებები შეიტანეს, რომლებიც ჯანდაცვისა და ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიისათვის დაფინანსების გაზრდას ეხებოდა.
ოსური მედია ასევე იუწყება, რომ ბიუჯეტი ერთხმად იქნა მიღებული. ამას გარდა, ე.წ. დეპუტატებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების რუსეთის საავადმყოფოებში მკურნალობისათვის ფინანსების გამოყოფის შესახებ. '
ოსური მედია ასევე იუწყება, რომ ე.წ. პარლამენტის შემდეგ სხდომა ახალი წლის სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები