ერევანში, სპეცრაზმმა ყუმბარით შეიარაღებული კაცი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში ორ სხვა პირთან ერთად შეჭრას ცდილობდა, ,დააკავა.
სომხური მედიის ცნობით, სპეცოპარციის დროს ყუმბარით შიარაღებული პირი სპეცრაზმელებმა გააუვნებელყვეს. სომხეთის შინაგან საქეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნარეკ სარქისიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული ნორ ნორკის პოლიციის შენობაში გადაიყავნეს.
ნარეკ სარქისიანის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რას ითხოვდა ყუმბარით შეიარაღებული პირი.
შეგახსენებთ, სამმა შეიარაღებულმა პირმა ერევნის ნორ ნორკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში შეჭრა სცადა, ააფეთქეს ხელყუმბარა, რის შედეგადაც ორი პირი, რომელიც შენობაში შეჭრას ცდილობდა, დაიჭრა, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.