სომხური მედიის ცნობით, სამმა შეიარაღებულმა პირმა ერევნის ნორ ნორკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში შეჭრა სცადა, ააფეთქეს ხელყუმბარა, რის შედეგადაც ორი პირი, რომელიც შენობაში შეჭრას ცდილობდა, დაიჭრა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კიდევ ერთი შეიარაღებული პირი კი პოლიციის განყოფილების მოპირდაპირე მხარეს შენობაში იმყოფება. მიმდინარეობს მისი გაუვნებელყოფის ოპერაცია.