უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მდებარე "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმა.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
”ის, რაც გუშინ მოხდა მოსკოვში, აშკარაა, რომ პუტინი და სხვა ნაძირლები უბრალოდ ცდილობენ სხვას გადააბრალონ. მათ ყოველთვის აქვთ იგივე მეთოდები. ეს უკვე მოხდა. ააფეთქეს სახლები, იყო სროლები და აფეთქებები და ისინი ყოველთვის სხვებს ადანაშაულებენ.
ისინი მოვიდნენ უკრაინაში, წვავენ ჩვენს ქალაქებს - და ისევ უკრაინის დადანაშაულებას ცდილობენ. ისინი აწამებენ და აუპატიურებენ ჩვენს ხალხს - და ისევ მათ ადანაშაულებენ.
მათ ასიათასობით ტერორისტი ჩამოიყვანეს აქ, უკრაინის მიწაზე, იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ და არ აინტერესებთ რა ხდება მათ ქვეყანაში. გუშინ ეს ყველაფერი მოხდა და ეს აბსოლუტური არარაობა, პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიეხედა, მათთვის მიემართა, ერთი დღე ჩუმად იყო - ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს უკრაინასთან. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია.
ის ასიათასობით რუსი, რომლებიც ახლა უკრაინის მიწაზე კვდება, ნამდვილად საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად. და თუ რუსები მზად არიან ჩუმად მოკვდნენ "კროკუსებში" და არ დაუსვან კითხვები თავიანთ დაზვერვის სამსახურებს, მაშინ პუტინი შეეცდება კიდევ ერთი ასეთი სიტუაციის გამოყენებას მისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ“, - განაცხადა ზელენსკიმ