დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III უელსის პრინცესა ქეით მიდლტონით ამაყობს, რომელმაც ონკოლოგიური დაავადების შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე გამოცემა Guardian ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა 22 მარტს განაცხადა, რომ მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ახლა ქიმიოთერაპიას გადის.
"მეფე ჩარლზ III ძალიან ამაყობს ქეითით და მისი გამბედაობით ამ სიტუაციაში", - წერს გამოცემა.
როგორც Guardian აღნიშნავს, მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა გააგრძელებენ მთელი ოჯახის მხარდაჭერას და სიყვარულს ამ რთულ პერიოდში.
შობის შემდეგ უელსის პრინცესა არცერთ ოფიციალურ ღონისძიებას არ დასწრებია.