უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. კენსინგტონის სასახლემ გამოაცხადა, რომ ის ახლა პრევენციული ქიმიოთერაპიის ადრეულ ეტაპებს გადის. იუწყება BBC
პრინცესას სიმსივნე იანვარში ჩატარებული მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ აღმოუჩინეს.
სიმსივნის ტიპი არ არის ცნობილი
ქეითმა ქიმიოთერაპია თებერვლის ბოლოს დაიწყო.
პრინცესამ ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც მან თქვა: ”რა თქმა უნდა, ეს იყო დიდი შოკი და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს გავიაზროთ და პირადად გავუმკლავდეთ, ჩვენი ახალგაზრდა ოჯახისთვის. როგორც წარმოგიდგენიათ, ამას დრო დასჭირდა. დრო მჭირდებოდა, რომ ძალები აღმედგინა სერიოზული ოპერაციის შემდეგ და დამეწყო [ონკოლოგიური] მკურნალობა. მაგრამ რაც მთავარია, დრო გვჭირდებოდა, რომ ჯორჯისთვის, შარლოტასა და ლუისთვის ყველაფერი ისე აგვეხსნა, როგორც მათთვის მისაღენი ფორმით და დაგვერწმუნებინა, რომ კარგად ვიქნებოდი. მე ვუთხარი მათ, რომ ჯანმრთელი ვარ და დღითიდღე ვძლიერდები, ფოკუსირებას ვაკეთებ იმაზე, რაც დამეხმარება გონების, სხეულისა და სულის განკურნებაში“, - თქვა პრინცესამ.
პრინცესა და პრინცი უილიამი არ გამოცხადდებიან სამეფო ოჯახთან ერთად აღდგომის კვირას.
შობის შემდეგ უელსის პრინცესა არცერთ ოფიციალურ ღონისძიებას არ დასწრებია.