რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, თანამედროვე მსოფლიოში ტერორისტებს არ ელაპარაკებიან, მათ ანადგურდებენ, - ამისშესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
"როგორი სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გქონდეს რუსეთთან, თუ ეს ქვეყანა აგრესორია? ეს არის ტერორისტული სახელწმიფო", - თქვა დანილოვმა.
როგორც დანილოვმა აღნიშნა, ყველამ უნდა აღიაროს რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად, რათა ამის შემდეგ რაიმე სახის მოლაპარაკება დაიწყოს.
"მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ტერორისტებთან არავინ საუბრობს. მათ უბრალოდ ანადგურებენ. უფრო მეტიც, რა სახის მოლაპარაკებები? მოუსმინეთ პუტინის რიტორიკას. რა მოლაპარაკებებზეა საუბარი? როდის ისაუბრეს მათ ამაზე?“, - განაცხადა დანილოვმა.
ამასთან, მან განაცხადა, რომ უკრაინის გარეშე ვერავინ გადაწყვეტს უკრაინის ბედს.
„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, არცერთ ქვეყანას, გადაწყვიტოს რაიმე ჩვენს გარეშე, ჩვენი ხალხის ნების გარეშე. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ჩვენს საზღვრებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა და ვმოქმედებთ ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრული საზღვრებით“, - განაცხადა დანილოვმა.