უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 მარტს ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, რომელსაც სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, ნაძირალების თავდასხმა უწოდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალები სამართლიან რეაგირებას მოახდენენ რუს მკვლელებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ოდესაში სამაშველო სამუშაოები და დახმარება კვლავ გრძელდება. ძალიან ნაძირლური თავდასხმა ამ ნაძირლების მიერ: ორი რაკეტა, მეორე, როდესაც მაშველები და ექიმები მივიდნენ დარტყმის ადგილზე. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან სასწრაფო დახმარების ექიმები და მაშველები, ვუსამძიმრებ ყველა ოჯახებს და მეგობრებს.
ათობით დაჭრილი. ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნა გრძელდება. ჩართულია ყველა საჭირო სამსახური... მე დავავალე რეგიონულ ხელისუფლებას, სრულფასოვნად დაეხმარონ ყველა დაზარალებულს. ჩვენი თავდაცვის ძალები აუცილებლად გააკეთებენ ყველაფერს, რათა რუსმა მკვლელებმა იგრძნონ ჩვენი სამართლიანი რეაქცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
15 მარტს შუადღისით, ოდესა რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაღუპულია 20 და დაშავებულია 73 ადამიანი.
16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.