საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, "ტაოპრივატბანკი" მზადაა, ფეხბურთის ფედერაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა მოხსნას.
როგორც მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ტაოპრივატბანკმა" სფფ-ს წერილი გაუგზავნა, სადაც ბანკი და ფეხბურთის ფედერაცია შეთანხმდნენ, რომ სფფ ბანკში დღესვე გადარიცხავს 150 000 ევროს და ერთი წლის განმავლობაში ყოველი თვის პირველ რიცხვში გადარიცხავს 25 800 ევროს.
ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობას "ტაოპრივატბანკიდან" სესხად ჰონდა აღებული 300 000 ევრო, მაგრამ საურავების და ჯარიმების დარიცხვის შედეგად, დღევანდელი მონაცემებით, ვალი შეადგენს 459 600 ევროს.