ლოს ანჯელესში 2024 წლის „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
პრემიის ტრიუმფატორი კრისტოფერ ნოლანის ფილმი ისტორიული დრამა „ოპენჰაიმერი“ გახდა. ფილმმა ჯილდო 7 ნომინაციაში მოიპოვა.
ფილმი სულ 13 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
„ოპენჰაიმერის“ რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი საუკეთესოდ აღიარეს. რობერტ ოპენჰაიმერის როლის შემსრულებელმა კილიან მერფიმ „ოსკარი“ მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა კაცმა. „ოპენჰაიმერში“ ატომური ენერგიის კომისიის ხელმძღვანელ ლუის შტრაუსის როლისთვის „ოსკარი“ მიიღო უმცროსმა რობერტ დაუნიმაც. მან კაცის მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა. „ოპენჰაიმერმა“ გაიმარჯვა ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრის, საუკეთესო მონტაჟის და საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციებშიც.
ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა „მანჰეტენის პროექტს“ - ატომური ბომბის პირველი ნიმუშების შექმნას, რის გამოც ხშირად „ატომური ბომბის მამად“ მოიხსენიებენ.
ამერიკის კინოაკადემიის პრიზებით დაჯილდოების 96-ე ცერემონია 10 მარტს, ლოს ანჯელესში გაიმართა.
ქალის საუკეთესო როლისთვის „ოსკარი“ მიიღო ემა სტოუნმა(ფილმი Poor Things). ქალის მეორე პლანის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა დავაინ ჯოი რენდოლფმა (ფილმი The Holdovers).