უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოდესაში რუსეთის დარტყმის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება, 5 ადამიანი გადარჩა, თუმცა ცნობილია, რომ სახლის ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ბავშვები კიდევ იყვნენ.
"ოდესა. რუსული «შაჰედის“ დარტყმის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველები, პოლიციელები, კომუნალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ, ჩართულია სულ 215 ადამიანი. მადლობელი ვარ ყველა მოხალისის, ვინც ეხმარება", - წერს ზელენსკი ტელეგრამის არხზე. კ
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად ცნობილია 10 დაღუპულის შესახებ, მათგან სამი ბავშვია. "უკრაინელი ბავშვები რუსეთის სამხედრო სამიზნეები არიან. აი, ვის ებრძვიან ეს არაადამიანები. ვუსამძიმრებ დაღუპულების ყველა ნათესავს და მეგობარს... ყველა დაზარალებულს ეძლევა საჭირო დახმარება. მაშველებმა გადაარჩინეს ხუთი ადამიანი. ცნობილია, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ბავშვები კიდევ იყვნენ. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამდე, ვიდრე სახლში მყოფების ბედი არ გაირკვევა", - - აღნიშნა მან.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ოდესის სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს, ასევე ყველას, ვინც ანადგურებს რუს ოკუპანტებს, მტრის ტექნიკას და ლოგისტიკას.
"რუსეთის ყოველი დანაკარგი ფრონტზე ჩვენი სახელმწიფოს პასუხია რუსულ ტერორზე. მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსული ბოროტების ყველა გამოვლინებას და მოიგერიოს რუსეთის ქმედებები. ყოველი რუსული ტერორისტული აქტი, რომელიც მსოფლიომ უგულებელყო, აძლევს მათ საშუალებას გააგრძელონ მკვლელობები. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი. მხოლოდ უკრაინის ძალა შეძლებს უზურნველყოს უკრაინელების ნორმალური ცხოვრება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.