პარლამენტთან ონკოპაციენტების აქცია - "მინდა ვიცოცხლო" იმართება.
შეკრებილების მთავარი მოთხოვნა მკურნალობის დაფინანსება და 25 ათას ლარიანი ლიმიტის მოხსნაა. ეს მათი მეოთხე აქციაა.
ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასაც ითხოვენ.
„ათი ათასობით ადამიანის ბედი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად მიიღებენ სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებს, სიცოცხლისთვის საჭირო დაფინანსებას, რომელიც აგვიანებს, მედიკამენტების დეფიციტია. ალბათ მოგვიწევს აქციების გაგრძელება სანამ პრემიერი არ მოგვაქცევს ყურადღებას, - ამბობენ აქციის მონაწილეები.