"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, საარჩევნოდ ხმების მობილიზებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის მანიშნებელია, რომ "ქართულ ოცნებას" მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა არ ჰყავს.
როგორც სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, ის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელმაც არ იცის ხმა ვის მისცეს, ივანიშვილის გუნდს ხმას ნამვილად არ მისცემს.
„პირველ რიგში, ეს არის აღიარება, რომ არანაირი 60, 80 და 90% "ქართულ ოცნებას" არ აქვს, ეს ერთი. მეორე - გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გადაწყვეტილია იმაში, რომ "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს არ მისცენ ხმა, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახლა "ქართული ოცნების მთავარი სამიზნე ამომრჩეველთა ის 20 პროცენტია, რომელსაც შეუძლია არჩევნების ბედის გადაწყვეტა, მაგრამ ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ვის უნდა მისცეს ხმა.