მე მგონია, რომ მთავარი ლგბტ პროპაგანდისტები ქოცები არიან, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ტვ პირველის გადაცემაში "პოლიტიკური ამბები" განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი პარტია, რომელმაც ყველაზე დიდი დრო და ყურადღება დაუთმო მოწყვლადი თემის წინააღმდეგ კონკრეტული უარყოფითი ნაბიჯების გადადგმას, "ქართული ოცნებაა".
„მე მგონია, რომ ქოცები არიან მთავარი ლგბტ პროპაგანდისტები. არავის ლგბტ თემაზე ამდენი ხანი ეთერი არ დაუთმია და ამდენი ყურადღება არ დაუხარჯავს, როგორც "ქართულ ოცნებას". "ქართული ოცნება" არის ერთადერთი ლგბტ პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში და გეტყვით, რატომ. მათ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და დაამკვიდრეს ტერმინი გენდერის ისეთი მნიშვნელობა მარტო საქართველოში რომ არის, ანუ, მარტო ქალსა და მამაკაცს რომ ნიშნავს. გენდერი ნიშნავს ქალს, მამაკაცს და დანარჩენს, გეის, ბისექსუალს და ა.შ. შენ თუ პროპაგანდას არ უწევ გენდერს და თუ არ გინდა, რომ ხვალ შემაპარო და კიდევ სხვა გენდერები ჩამიწერო კანონში, ამას რატომ აკეთებ? ქალსა და მამაკაცს სქესი ჰქვია და გენდერთან კავშირში არ არის", - განაცხადა ხვიჩიამ.