თბილისში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. რუსი პოლიტიკოსის მხარდამჭერები საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილებასთან შეიკრიბნენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერებს დიპლომატიური წარმომადგენლობასთან მიიტანეს ყვავილები, წერილები. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს: „ჩვენ არ ვაწყობთ აქციებს 1-ელ მარტს - ეს არის ხსოვნისა და გლოვის საღამო“.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს.
ფოტო: SOVA