უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სომხეთსა და აზერბაიჯანში არ ჩავა, ბაქოს მიერ ვიზიტის გაუქმების გამო.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა Radar Armenia ავრცელებს.
შეგახსენებთ, მანამდე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია რეგიონში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის შესახებ. როგორც რადიო თავისუფლების“ სომხურ ბიუროს დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, რომ სომხეთში ზელენსკის ვიზიტი 4 მარტს შედგებოდა, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტი აზერბაიჯანში გაემგზავრებოდა.