ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის ადგილას მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები.
გამოცემის ცნობით, ბინაში ელექტრო ლეიბი იწვოდა,ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგადარავინ დაშავებულა.