დღეს, 29 დეკემბერს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ფედერაციის ანგარიშის დაყადაღებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
სიჭინავა მედიის წარმომადგენლებს 15:00 საათზე შეხვდება. ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშისა და უძრავი ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება "ტაო-პრივატ ბანკმა" მიიღო. მიზეზი ფედერაციის დავალიანებაა, რომელიც 300 ათას ევროს აღწევს.
ბანკის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, ფეხბურთის ფედერაციაში კი აცხადებენ, რომ ვალი უახლოეს მომავალში დაიფარება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილის თქმით, "უნდა გაირკვეს საიდან და რატომ დაუგროვდა ფედერაციას ამხელა დავალიანება".
"ეს პრობლემა მოგვარდება, რადგან ბანკი და ფედერაცია შეთანხმდება. ფეხბურთის ფედერაციას 2011 წელი არ უნდა ჩაუვარდეს", - განუცხადა ვარძელაშვილმა ჟურნალისტებს.