საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სფეროში საფრანგეთისა და უკრაინის ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით ქვეყნის პარლამენტში დებატები და კენჭისყრა გაიმართება. 10-წლიანი თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი16 თებერვალს მოეწერა.
შეთანხმების ფარგლებში საფრანგეთის კიევისთვის დამატებით 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. მათ შორის იქნება თანამშრომლობა თავდაცვითი მრეწველობის სფეროში, სამხედროების სწავლებაში, დაზვერვასა და სამოქალაქო დახმარებაში.
26 თებერვალს პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ სამიტზე უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.შეხვედრის შედეგად კოალიციის შექმნა დააანონსეს, რომელიც უკრაინას საშუალო და შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს მიაწვდის. კონფერენციას უკრაინის 20-მდე დასავლელი პარტნიორი ესწრებოდა.
ამასთან, მაკრონის განცხადებით, კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
"ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე. მაგრამ მომავალში ამ საკითხზე არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი," - განაცხადა მაკრონმა.