პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე. მაგრამ მომავალში ამ საკითხზე არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი," - განაცხადა მაკრონმა.
მან აღნიშნა, რომ ყველა ლიდერი შეთანხმდა იმ ფაქტზე, რომ მათ არ სურთ ომი რუს ხალხთან და ასევე გამოხატეს თავიანთი განზრახვა ატ დაუშვან ესკალაცია, როგორც ამას აკეთებდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ.
მაკრონის განცახდებით, დასავლეთის ქვეყნებს „განზრახული აქვთ ყველაფერი გააკეთონ, რათა რუსეთმა არ გაიმარჯვოს ომში. „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ეს სასარგებლოა ჩვენი მიზნის მისაღწევად“.
შეხვედრა ელისეის სასახლეში პარიზში 26 თებერვალს გაიმართა. სამიტს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და ევროკავშირის 20-მდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, გაერთიანებული სამეფოს კი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი.