ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ახალგაზრდებს შორის მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.
პირადი პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, ქართული სამეულიდან ფინალში მხოლოდ მარიამ ფროდიაშვილი გავიდა, თუმცა მარიამ აბრამიშვილსა და სალომე ფროდიაშვილსაც კარგი შედეგები ჰქონდათ, რამაც გუნდურში გამარჯვება მოგვიტანა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირზე ცალკე შეჯიბრება აღარ იმართება, სამივე მონაწილის შედეგები ჯამდება და მედალოსნები ასე გამოვლინდებიან.
ჩვენს გუნდს 1695 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე გასულ იტალიას 14 ქულით გაასწრო. მესამე პოზიციაზე გერმანიის ნაკრებია – 1677 ქულა.
ამასთან, მარიამ ფროდიაშვილმა ევროპირველობაზე მეორე ოქრო მოიპოვა და ბრძოლას მესამესთვის აგრძელებს.