უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ ესმის ვლადიმირ პუტინის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში და ამიტომ ეწინააღმდეგება კიივის შემდგომ დახმარებას. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკი თქმით, არ ესმის, როგორ შეიძლება დონალდ ტრამპი იყოს პუტინის მხარეს. „ეს წარმოუდგენელია," - თქვა მან.
ზელენსკის თქმით, ტრამპს არ ესმის რუსეთის პრეზიდენტის მიზნები და არ იცნობს მას.
"ვიცი, რომ ის შეხვედრია მას... მაგრამ არასდროს უბრძოლია პუტინთან. ამერიკულ არმიას არასდროს უბრძოლია რუსეთის ჯართან. არასდროს... მე უკეთ მესმის. არ მგონია, მას ესმოდეს, რომ პუტინი არასდროს გაჩერდება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ ტრამპი გადაწყვეტს მხარი დაუჭიროს რუსეთს და არა უკრაინას მიმდინარე სრულმასშტაბიან ომში, ის წავა ამერიკელების წინააღმდეგ.
მედიის ცნობით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი აპირებს უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებისკენ უბიძგოს.
ნოემბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპი მიიწვია უკრაინაში, მაგრამ ტრამპმა უარი თქვა ჯო ბაიდენის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან „ინტერესთა კონფლიქტის“ მოტივით.
ამის შემდეგ, ზელენსკიმ არაერთხელ მიწვია ტრამპი უკრაინაში, მათ შორის ფრონტის ხაზზე, თუმცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში არ ჩასულა.