კოლეგებს სიფრთხულისკენ მოვუწოდებ, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი სულ ბაიდენი არ იქნება, ვიღაც მოიკითხავს, როცა მაინც და მაინც ჩვენი ადმინისტრაცია ფორმაში არ იყო, ვიღაც სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ითხოვდაო, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ხალხის ძალის“ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა. “ხალხის ძალამ“ განაცხადა: „ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებაა”.
„ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ბატონმა ბლინკენმა რაიმე ქართველებს კი არ მოუწოდა, არამედ თავის თანამშრომლებს. თუ ჩვენი თანამემამულე ბლინკენის თანამშრომელია, მგონი, ამით ქართველებს არ გვემუქრება რაიმე საფრთხე. ამერიკის ამ ადმინისტრაციის კრიტიკოსი ვარ და ჩვენ მხარს ტრამპს ვუჭერთ. გული მწყდება, რომ ამერიკის ადმინისტრაცია „ხალხის ძალა“ იქნება თუ სხვა, მათ საფუძველს აძლევს ანტიამერიკული ძალები ისე წარმოჩინონ, რომ რაღაცნაირად ჩირქი მოსცხონ. მთავარი პრობლემა სწორედ ეს მგონია. შანსი არ არის – ჩვენ ვერავინ გაგვაპიდარასტებს, ისეთი ერი ვართ. ამაში გულწრფელად დარწმუნებული ვარ. ამის მცდელობა ყველას წყალში ჩაეყრება. ქართველების მჯერა.
რასაკვირველია, დედა – დედაა, მამა – მამაა, ბიჭი – ბიჭია, გოგო – გოგო. ბაიდენის ადმინისტრაციის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნება“ ამდენს ბედავენ. მათ შორის ქართველი ხალხის კონსტიტუციური არჩევანი გადაისნჯოს და თქვან, რომ ჩვენ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გვინდა და ეს ლგბტ პროპაგანდას დააბრალოს. ჩვენს კოლეგებს სიფრთხულისკენ მოვუწოდებ, რადგან ამერიკის პრეზიდენტი სულ ბაიდენი არ იქნება, ვიღაც მოიკითხავს, როცა მაინცდaმაინც ჩვენი ადმინისტრაცია ფორმაში არ იყო, ვიღაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ითხოვდაო. როგორც წესი, ასეთი მოთხოვნის გადახედვა არ ავიწყდებათ ხოლმე“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.