თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია Believe in Ukraine გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები არიან. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. სოლიდარობის მარშის მონაწილეებმა უკრაინის გიგანტური დროშაც გაშალეს. მსვლელობას შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც.
უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმარათა ასევე ქუთაისსა და ბათუმში.