ხორვატიის ქალაქ ვარაჟდინში ევროპის ჩემპიონატზე 18 მეტრზე სროლაში ქართველმა მშვილდოსანმა სანდრო მაჭავარიანმა წარმატებით იასპარეზა.
მან 21-წლამდელთა შორის კონტინენტის პირველობაზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ოქროსა და ვერცხლის მედლები ებრაელმა სპორტსმენებმა გაინაწილეს.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მშვილდოსანმა მედლის მოპოვება პირველად შეძლო.
საქართველოს ღირსებას ევროპის ჩემპიონატზე ოთხი სპორტსმენი იცავდა.