უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე ეს მოხდება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად მძიმეა. პრეზიდენტ პუტინის მიზანი უკრაინაზე დომინირება არ შეცვლილა და არ არსებობს მინიშნებები, რომ ის ემზადება მშვიდობისთვის. უკრაინამ გამოავლინა შესანიშნავი უნარები და ძლიერი სიმტკიცე. ის არ ჩამოინგრა რამდენიმე კვირაში, როგორც ამას მრავალი შიშობდა. თქვენ დაიბრუნეთ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების ნახევარი. უკან დაახევინეთ რუსეთს შავი ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილებიდან და მიაყენეთ მძიმე დანაკარგები რუსულ ძალებს. უპირველეს ყოფილსა, უკრაინა ინარჩუნებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
სტოლტენბერგის თქმით, კიდევ მეტი დახმარება გზაშია. ბოლო პერიოდში კი უკრაინისთვის გამოცხადებული მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტები საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფას, ასევე საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო კატარღებს. აღჭურვილობასა და სათადარიგო ნაწილებს, დრონებს „F-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის.