ევროკომისიის პრეზიდენტის გარდა, 24 თებერვალს კიევში ჩავიდნენ იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებიც. იუწყება Reuters
კეივში მატარებლით ჩავიდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.
იტალიის მთავრობის პრესსამსახურმა ცნობით, მოგვიანებით, შაბათს, მელონი გეგმავს კიევიდან G7 ლიდერების ვიდეოშეხვედრის დაწყებას, რომელსაც ამჟამად იტალია თავმჯდომარეობს, ვიდეოშეხვედრას დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
როგორც ცნობილია, კიევში ჩავიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც.