დღეს, 29 დეკემბერს, 19:00 საათზე, გამომცემლობა "დიოგენე" თანამედროვე ქართველი მწერლების: მიშა ბახსოლიანის, გურამ მეგრელიშვილის, ბესო სოლომანაშვილის, თამთა მელაშვილის, დათო ყანჩაშვილისა და ნუგზარ მუზაშვილის ახალი წიგნების პრეზენტაციას გეგმავს.
ღონისძიება გამომცემლობა "დიოგენეს" ახალ ოფისში (საგარეჯოს ქ. 8, სპორტის სასახლის უკან) გაიმართება.