ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და კიევში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის აღსანიშნავად ვიმყოფები. ჩვენ ისე მტკიცედ, როგორც არასდროს, ვდგავართ უკრაინის გვერდით. ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, მორალურად, ვიდრე ქვეყანა საბოლოოდ არ გათავისუფლდება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.