არ ვიცი, როგორ დამთავრდება ომი უკრაინაში, მაგრამ ფრიად დარწმუნებული ვარ, როგორ არ დასრულდება ეს ომი. ომი არ დასრულდება რუსეთის გამარჯვების აღლუმით ხრეშატიკზე, რაც ძალიან დიდი მიღწევაა, -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დენიელ ფრიდმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, 2023 წელს უკრაინამ ვერ შეძლო წინსვლა, მაგრამ ეს რუსებმაც ვერ გააკეთეს და უკრაინელებმა ორი წლის განმავლობაში რუსები წარმატებულად მოიგერიეს.
„რუსეთის პირველი შეჭრა წარუმატებელი იყო, მათ მოუწიათ უკან დახევა უკრაინის ჩრდილოეთიდან. რუსებს კიდევ უფრო მეტად დაახევინეს უკან 2022 წელს. 2023 წელს უკრაინამ ვერ შეძლო წინსვლა, მაგრამ ეს რუსებმაც ვერ გააკეთეს. ასე რომ, უკრაინელებმა ორი წლის განმავლობაში რუსები წარმატებულად მოიგერიეს. მათი ქვეყნის ნაწილი დღეს ოკუპირებულია, მაგრამ უმეტესობა – არა. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, მისცემს თუ არა დასავლეთი და კერძოდ აშშ უკრაინას ბრძოლის გასაგრძელებლად საჭირო რესურსს. ჩვენ ამას თუ გავაკეთებთ, მაშინ უკრაინა შეიძლება, წელს გამაგრდეს და რუსებს სტრატეგიულად დაესხას თავს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას, ხოლო გერმანელები „ტაურუსის“ რაკეტებს გადასცემენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ ვაშინგტონში ივლისისთვის დაგეგმილ ნატო-ს სამიტს მივუახლოვდებით, სამხედრო კუთხით ვითარება შესაძლოა, უფრო სახარბიელო იყოს უკრაინისთვის, მაგრამ აუცილებელია, კონგრესმა იმოქმედოს. სწორედ ასე ვხედავ დღეს შექმნილ ვითარებას. უკრაინელების ომში უფრო მეტი სისხლია და ხანგრძლივია, ვიდრე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი იყო, მაგრამ მათ აქვთ საერთოც – უკრაინელებმაც და ქართველებმაც დაიცვეს ქვეყანა. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებმა შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა“, - განაცხადა დენიელ ფრიდმა.