საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი დანიაში, ქალაქ ნესტვედში გამართა და 69:75 დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში 13-ქულიანი უპირატესობითაც იგებდა, საბოლოოდ მაინც 69:75 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს თბილისში სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 26 თებერვალს 21 საათზე დაიწყება.