ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა უკრაინასა და დანიას შორის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც არ არის დიდი შვიდეულის (G7) წევრი, რომელთანაც უკრაინამ ასეთი შეთანხმება გააფორმა.
შეთანხმება განსაზღვრავს დანიის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის კონკრეტულ მოცულობებს.
2024 წელს უკრაინისთვის დანიის სამხედრო დახმარება სულ მცირე 1,8 მილიარდ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, დანიის ფონდმა უკრაინისთვის 8,5 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვის 2023-2028 წლებში.
დოკუმენტის თანახმად, დანია უზრუნველყოფს F-16-ის ტიპის გამანადგურებლებისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობისა და მფრინავების გადამზადებას, ასევე, უკრაინის საზღვაო ფლოტის განვითარების მხარდაჭერას.
პირველი ქვეყანა, რომელთანაც უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტს ხელი მოაწერა დიდი ბრიტანეთი იყო. 16 და 17 თებერვალს კი შეთანხმება გაფორმდა გერმანიასთან და საფრანგეთთანაც.