უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა კონგრესს დაამტკიცოს 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რათა დაეხმაროს უკრაინას თავი დაიცვას რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
მისი თქმით, ეს იქნება უფრო დაბალი საფასურის ალტერნატივა, ვიდრე რუსეთის გამარჯვების შედეგები.
Fox News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თუ უკრაინას დაიპყრობს, კიდევ უფრო წინ წავა აღმოსავლეთ ევროპაში.
„თუ [კონგრესს] სურს იყოს ძალიან პრაგმატული, მაშინ ფასი, რომელსაც ახლა ვითხოვთ... ნაკლებია იმაზე, რაც იქნება მომავალში, თუ [რუსეთი] წავა ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ“, - თქვა ზელენსკიმ.
„გადარჩებიან თუ არა უკრაინელები კონგრესის მხარდაჭერის გარეშე? რა თქმა უნდა, მაგრამ არა ყველა ჩვენგანი. ჩვენ თუ გვესმის ამის საფასური და მსოფლიო თუ მზად არის ამისთვის, მაშინ კარგი, თქვენ ამას ნახავთ, მაგრამ ეს ტრაგედიაა. ეს იქნება ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის, არა მხოლოდ უკრაინისა და უკრაინელებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მიიწვია პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რესპუბლიკლების საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, უკრაინაში და თავიანთი თვალით ვითარება "ამ ტრაგედიაში" ფრონტის ხაზზე.