უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგი რუსეთის დანაკარგებზე ხუთჯერ ნაკლებია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა ზელენსკის კითხვა დაუსვა, ცნობილია თუ არა მისთვის ომში უკრაინის დანაკარგების შესაახებ. ზელენსკის კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.
„ჩვენ ვიცით, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა. ათიათასობით ბავშვი იქნა დეპორტირებული. თუ შევადარებთ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობას, მე ვიტყოდი, რომ თანაფარდობა არის 1:5-ზე. ბრძოლაში დაღუპულიყოველ უკრაინელ ჯარისკაცზე მოდის არის 5 რუსი ჯარისკაცი, ეს არის მიახლოებითი სტატისტიკა“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსებმა 400 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინა ოფიციალურად არ ასაჯაროებს დანაკარგებს. ჯერ კიდევ 2022 წელს მთავარსარდალმა თქვა, რომ დაახლოებით 9 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა, მაგრამ შემდეგ სხვა რიცხვები არ გაჟღერებულა.
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ ადრე შესთავაზა ზელენსკის ომში უკრაინის დანაკარგების შესახებ მონაცემების გასაჯაროება, რათა საზოგადოებას შეეტყო, რომ დანაკარგები „არ არის ისეთი დიდი, როგორც მათ წარმოუდგენიათ“.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დანაკარგები არ საჯაროვდება, არის თავად სამხედროების უსაფრთხოება. მისი თქმით, ოპერაციების დაგეგმვისას სამხედროები, ეყრდნობიან მონაცემებს მტრის ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი პირების რაოდენობის შესახებ.