მსახიობი ჯორჯ კლუნი რეჟისორ ალფონსო უარონის ფანტასტიკურ ფილმ "გრავიტაციაში" მიიღებს მონაწილეობას.
ფილმის სიუჟეტში მოთხრობილი იქნება ასტრონავტ ქალზე, რომელიც კოსმოსური ხომალდის ასტეროიდთან შეჯახების შემდეგ გადარჩა და მის კოლეგაზე. სწორედ ასტრონავტი ქალის კოლეგის როლს განასახიერებს ფილმში კლუნი.
პროექტის ავტორებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ასტრონავტი ქალის როლს ანჯელინა ჯოლი შეასრულებდა, ხოლო მისი კოლეგის როლი რობერტ დაუნი უმცროსს უნდა განესახიერებინა.
მოგვიანებით ჯოლიმ უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე. სხვადასხვა ინფორმაციით, მას შეთავაზებული ჰონორარი ეცოტავა.
შემდეგ სავარაუდო კანდიდატებად ამ როლზე განიხილებოდნენ მარიონ კოტიიარი, სკარლეტ იოჰანსონი და ნატალი პორტმანი, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფილმში მთავარ როლს სანდრა ბალოკი შეასრულებს.
ფილმის გადაღებები 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყება.