22 თებერვალს, 20 საათზე, „მწერალთა ბარში“ (სიონის ქუჩა 8, ქარვასლა), გაიმართება საქველმოქმედო აუქციონი და კონცერტი მწერალ და მთარგმნელ გიორგი ლობჟანიძის მეუღლის, ირინა ლობჟანიძის გადასარჩენად.
კონცერტზე იმღერებენ თამადა, ალექსანდრე ხარანაული, ბაჩო ჯიქიძე და ლექსო რატიანი, ხოლო აუქციონს წაიყვანს მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი.
აუქციონზე გამოტანილი იქნება თანამედროვე ქართველი მხატვრების ორმოცდაათამდე ნამუშევარი. ასევე წარმოდგენილი იქნება წიგნები და სხვადასხვა ნივთი როგორც კერძო კოლექციებიდან, ისე კომპანიების მიერ შემოწირული.
სააუქციონო ნივთები იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/cgpR0
ირინა ლობჟანიძეს მძიმე დიაგნოზი შარშან დაუდგინდა. ამჟამად ის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. ექიმებმა შეძლეს რემისიის მიღწევა, თუმცა სრული გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. ოპერაციისთვის სულ საჭიროა 35 ათასი დოლარი. თბილისის მერია პროცედურას მხოლოდ 30 ათასი ლარით აფინანსებს, ამჟამად სწორედ ამ ოპერაციისთვის საჭირო დანარჩენი თანხა გროვდება.
აუქციონი და კონცერტი ონლაინ რეჟიმშიც გადაიცემა (იხ. მაღლა ბმული). აღნიშნულ ბმული მომდევნო დღეებშიც იქნება ხელმისაწვდომი იმ ნივთების გასაყიდად, რომლებსაც უშუალოდ აუქციონის მსვლელობისას არ გამოუჩნდება მყიდველი.
გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში, დასახმარებლად თანხა ჩარიცხოთ გიორგი ლობჯანიძის ანგარიშზე: GE79BG0000000161690240 (საქართველოს ბანკი), GE52TB7519545061600003 (თბს ბანკი).
საკონტაქტო პირი:
ია ვეკუა 577 25 55 91
თეონა ბექიშვილი 593 15 00 63