ავდიივკადან უკან დახევის დროს, სავარაუდოდ, დაახლოებით 850-1000 უკრაინელი სამხედრო, ტყვედ ჩავარდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა The New York Times-ს განუცხადეს. აღნიშნული ასევე დაადასტურეს დასავლელი ოფიციალური პირების წყაროებმა.
NYT წყაროების განცახდებით, მიზეზი, რის გამოც სამხედრო მოსამსახურეების ასეთი დიდი რაოდენობა ტყვედ ჩავარდა, იყო ჯარების არაორგანიზებული გაყვანა და ქაოსი, რომელიც მოხდა 16 და 17 თებერვალს, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის დატოვება გადაწყვიტეს. უკანდახევა არასწორად იყო დაგეგმილი და ძალიან გვიან დაიწყო.
კერძოდ, უკრაინელი სამხედროების განცხადებით, დანაყოფებს შორის კომუნიკაციის დროს წარმოიშვა სირთულეები და ზოგიერთმა ქვედანაყოფმა პოზიციები სხვებზე ადრე დატოვა, რის გამოც ისინი საფრთხის წინაშე დააყენეს.
მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი ტყვედ ჩავარდა, მაგრამ მათი რაოდენობა არ იყო დაკონკრეტებული. ”ავდიივკადან პერსონალის გაყვანა მოხდა გეგმის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია სხვადასხვა სცენარისა და ოპერაციული სიტუაციის შესაძლო ცვლილების გათვალისწინებით”, - თქვა ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, გენერალმა ოლექსანდრ ტარნავსკიმ.
ავდიივკა დონეცკიდან ჩრდილოეთით 10 კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქიდან 17 თებერვალს უკან დაიხიეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პოზიციების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ არ დაეშვათ სამხედრო მოსამსახურეების ტყვედ ჩავარდნა და გადაერჩინათ მათი სიცოცხლე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, რომელიც ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა, დაჟინებით მოითხოვდა ჯარების გაყვანიას ავდიივკადან, თავდაცვის გასაადვილებლად და „ფრონტის გასათანაბრებლად“, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ამაზე უარი თქვა. ამის შესახებ Bild-ს ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს.
20 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქალაქზე თავდასხმის დროს რუსეთის არმიამ მინიმალური დანაკარგი განიცადა და 72 კვადრატული მეტრი დაიკავა და ს შეტევითი ოპერაციები განაგრძო.
თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფის „ტავრიას“ მეთაურმა, ტარნავსკიმ აღნიშნა, რომ ავდიივკაზე თავდასხმის დროს რუსეთის არმიამ დაკარგა 47 ათასზე მეტი ჯარისკაცი, 364 ტანკი, ხუთი თვითმფრინავი, 248 საარტილერიო სისტემა და 748 ჯავშანტექნიკა.
ინტენსიური ბრძოლა ქალაქისთვის 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო. რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ვერ შეძლეს უკრაინის თავდაცვის გარღვევა. თუმცა, რიცხობრივმა და საბრძოლო მასალის უპირატესობამ შეძლო სიტუაციის თავის სასარგებლოდ შებრუნება, თუმცა დიდი დანახარჯით.