ნიკა გვარამიას პარტიის პრეზენტაციას მარტში გეგმავს.
გვარამიას თქმით, მარტის დასაწყისისთვის ამომრჩეველს გუნდს გააცნობს. მისივე თქმით, მარტისთვის გაირკვევა მარტო იქნება ნიკა გვარამია, თუ ნიკა მელიასთან, ელენე ხოშტარიასთან და „ლელოსთან“დასრულდება კონსულტაციები და ერთობლივად წარდგებიან საზოგადოების წინაშე.
„გრძელვადიანი კამპანიის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მგონია, რომ სწრაფი და მოკლევადიანი კამპანია, ნახევარი წელი მაინცაა საჭირო. არ მაინტერესებს სხვების პოზიციები, მათ რა კამპანიაც უნდა ის ჩაატარონ, ვიღაცები, ვინც აკრიტიკებენ ოპოზიციიდან, გინდა 6-თვიანი კამპანია ჩაატარე, გინდა 8-თვიანი, კონკურენტ ოპოზიციურ ძალებში, რომლებსაც სამჯერ ნაკლები რეიტინგი აქვთ. ჩვენ მესამე ადგილზე ვართ {რეიტინგში} დღეის მდგომარეობით, შიდა კვლევებით. მითუმეტეს ჩემი და ნიკას {მელიას{, ჩემი და ლაკას {ელენე ხოშტარიას} გაერთიანება მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა - ამიტომ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება კარგია, თუ მივიღეთ, არ დავიღუპებით ამის გამო. უსასურლოდ ფიქრისთვის დროს ვერ დავიტოვებ," - განაცხადა ნიკა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში.