რუსეთმა ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
მას ორი მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი. ინფორმაციას რუსეთის პროკურატურა ავრცელებს.
ქართველ მებრძოლს ბრალად ედება სამი რუსი სამხედროს მკვლელობა.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 22 წლის მსროლელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. მამუკა გაწარელია დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (თავდასხმა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეზე, რათა ხელი შეუშალოს აღნიშნული პირის კანონიერ საქმიანობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად) და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის თ3 (დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში)
სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ გაწარელიას სასჯელის სპეციალური რეჟიმის აღმზრდელობით კოლონიაში მოსახდელად უვადო პატიმრობა შეუფარდა," - წერია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა. ის უკრაინაში 2022 წლიდან გაემგზავრა. მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს, "აზოვსტალის" დატოვების დროს ჩავარდა.