უკრაინა გაიმარჯვებს და თავის ადგილს დაიკავებს ევროკავშირში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ზეციური ასეულის გმირებს - მამაც სულებს, რომლებმაც 2014 წელს. თავიანთი სიცოცხლე მაიდანზე შესწირეს უკრაინის თავისუფლებას. ათი წლის შემდეგ მათმა ხედვამ და იდეალებმა გაიმარჯვეს.
უკრაინა გაიმარჯვებს და თავის ადგილს დაიკავებს ჩვენს კავშირში“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.