„ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია ფრანჩესკო კალცონასთან, რომელიც ნეაპოლური გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.
Gazzetta Dello Sport წერს, რომ "აძურის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიელ სპეციალისტს უკვე შეხვდა და შეთანხმებას მიაღწია.
მედიის ცნობით, კალცონასთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გაფორმდება და ისპარალელურად სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტზეც დარჩება.
ფრანჩესკო კალცონა ნაპოლის ძალიან კარგად იცნობს, რადგან 2015-2018 და 2021/22 წლებში ჯერ მაურიციო სარის, მერე კი ლუჩანო სპალეტის ასისტენტი იყო. ის 2022 წლიდან სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
21 თებერვალს „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში გუნდს კალცონაუხელმძღვანელებს.