"ტაო პრივატ ბანკმა" ფეხბურთის ფედერაციას საბანკო ანგარიში დაუყადაღა. ამის მიზეზი საკრედიტო დავალიანება გახდა.
საუბარია ძველი ხელმძღვანელობის მიერ აღებულ 300 000 ევროს ოდენობის კრედიტზე, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ეტაპობრივად ფარავდა.
ამ დროისთვის "ტაო პრივატ ბანკსა" და ფეხბურთის ფედერაციას შორის ყადაღის მოსახსნელად მოლაპარაკება მიმდინარეობს.