რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი (125კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი სპორტსმენი ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში პრინციპულ მეტოქესთან, თურქ ტაჰა აკგულთან 4:5 დამარცხდა.
ფინალურ ბლოკში მირიან მაისურაძემ (92 კგ) დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა რუმინელი ანდრიან გროსული დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 თებერვალს საქარველოს ნაკრების ოთხმა წევრმა შეძლო მედლის მოპოვება.
გივი მაჭარაშვილი (97კგ) ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.