ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ილია სულამანიძე (100კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ჩვენს გუნდს შეჯიბრზე მეორე მედალი მოუპოვა.
ქართველმა ფინალში პოლონელი პიოტრ კუჩერა 47 წამში იპონით დაამარცხა და ბაქოს გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო.
გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე (ორივე – +100 კგ), ბაქარ ერაშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე – 90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.